ახალი ამბები

სტაჟირება ევროპულ აკადემიაში - EURAC, ბოცენი, იტალია

21 აპრილი 2016

2016 წლის 01-11 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი მათიაშვილი, მაია უკლება, ნიკა კვარაცხელია და თალიკო ჟვანია სტაჟირების პროგრამით იმყოფებოდნენ იტალიაში, ბოცენის სახელგანთქმულ ევროპულ აკადემიაში-EURAC.

სტაჟირება ჩატარდა TEMPUS პროექტის „კომპეტენციის ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ ფარგლებში. პროგრამის მონაწილეებმა გაიარეს სტაჟირება შემდეგი მიმართულებებით: დესტინაციის მენეჯმენტი და პროდუქტის განვითარება; სოფლის ტურიზმი; სასტუმროების მენეჯმენტი.

პროგრამის მონაწილეებმა EURAC-ის მეცნიერ-მკვლევარებთან და ევროპის უნივერსიტეტების ექსპერტებთან ერთად ჩაატარეს საველე კვლევები სამხრეთ ტიროლის ტურიზმის განვითარების თავისებურებებთან დაკავშირებით.

მიღებული გამოცდილების საფუძველზე კომპეტენციის ცენტრისთვის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მომზადდება დამატებითი ტრენინგ კურსები, საკონსულტაციო თემები და დაიგეგმება კვლევის ახალი მიმართულებები.


იხილეთ ფოტოგალერეა