ახალი ამბები

სოფიო ზურაბიანის მასტერკლასი მომავალი ჟურნალისტებისათვის

5 დეკემბერი 2019

დღეს, 2019 წლის 5 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო ზურაბიანთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა იყო საავტორო გადაცემა: გამოწვევები და სტანდარტები“.

სოფიო ზურაბიანმა სტუდენტებს პირადი გამოცდილებისა და ჟურნალისტისათვის დამახასიათებელი პროფესიული უნარ-ჩვევების თაობაზე ესაუბრა. ამასთან ერთად, გაიხსენა ყველაზე რთული და ყველაზე მარტივი სატელევიზიო სიუჟეტების მომზადების პროცესი, ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებსა და სტანდარტებზე, რომელიც მოეთხოვება თითოეულ ჟურნალისტსა და ჟურნალისტის პროფესიას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.


იხილეთ ფოტოგალერეა...