ახალი ამბები

სოფო დეკანოსიძე - უნივერსიადა 2013 გამარჯვებული

30 მაისი 2013

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი სოფო დეკანოსიძე "უნივერსიადა 2013" გამარჯვებული გახდა.

აღნიშნულ ტურნირს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართ[ელოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კონპანია "ბილაინთან" ერთად ატარებს და მასში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.

სოფო დეკანოსიძემ ცურვაში ბრწყინვალედ იასპარეზა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გახდა.

ვულოცავთ სოფოს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მას.