ახალი ამბები

შუალედური შემოწმება: პრეზენტაციები ორიგინალური ფორმითა და განსხვავებული მიდგომებით

15 აპრილი 2016

2016 წლის 15 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა (პროფესორ მარინე ვეკუას კურსი) შუალედური შემოწმება უჩვეულო ფორმით ჩააბარეს.

შუალედური შემოწმება სახელწოდებით „მომისმინე და გამიცანი“ სტუდენტებისაგან განსხვავებულ, ინდივიდუალურ და, ამასთან ერთად, ორიგინალურ ფორმასა და მიდგომას გულისხმობდა.

სტუდენტებს მშრალ ხიდზე დაკვირვებული სეირნობის შედეგად აღმოჩენილი უცნაური ძველებური ნივთების წარმოშობის, ისტორიის, არსისა და დანიშნულებისა შესახებ უნდა წარმოედგინათ პრეზენტაცია.

უნდა ითქვას, რომ შუალედურ შემოწმებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები თავისი შინაარსით, ფორმითა და ორიგინალობით მართლაც რომ განსხვავებული აღმოჩნდა.

ზოგიერთმა მათგანმა დამსწრე საზოგადოების მოწონებაც კი დაიმსახურა.

აუდიტორიაში ერთმანეთის მიმართ გამოხატულ ოვაციებს, ხშირ შემთხვევაში, აპლოდისმენტები ცვლიდა.