ახალი ამბები

შეხვედრა სტუდენტებთან: ხელოვნური ინტელექტი

31 მაისი 2023

დღეს, 2023 წლის 31 მაისს, GTUNI-ს სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივა სამოქალაქო მართლმსაჯულებაში".

შეხვედრას უძღვებოდა GTUNI-ს ასოცირებული პროფესორი ნინო ხარიტონაშვილი.

ლექციაზე განხილული იყო, სამოქალაქო სამართალში ინტეგრირების ტექნოლოგიური მიღწევების ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბლოკჩეინ სისტემა; რობოტი მოსამართლე; ჭკვიანი კონტრაქტები; ხელოვნური ინტელექტი და სხვ.

ლექციაზე შეფასდა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი დღევანდელ სასამართლოში, საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირულ დილემასთან მიმართებაში. ასევე დავათა კატეგორია, სადაც სამომავლოდ რობოტი მოსამართლის მონაწილეობა განტვირთავს და ქმედითს გახდის სასამართლო სისტემას.