ახალი ამბები

შეხვედრა სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და პროექტის პრეზენტაცია

28 თებერვალი 2023

2023 წლის 28 თებერვალს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ფსიქოლოგი გუგული მაღრაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და ფსიქოლოგიის პროგრამის აკადემიური პერსონალი სტუმრობდნენ.

სტუმრებმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს წარუდგინეს პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მისასალმებელია, რომ სტუდენტებმა პროექტში მონაწილეობის ინტერესი გამოხატეს.