ახალი ამბები

შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან

25 მაისი 2016

2016 წლის 24 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპრციალობის სტუდენტებმა, კლუბ „რეპორტიორის“ ინიციატივით, პოეტ ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლეს.

შეხვედრა ძალზედ უშუალო და თბილი გამოვიდა.

სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებიდან. დასვეს კითხვები და მიიღეს კიდეც პოეტისათვის დამახასიათებელი მოკრძლებული, მაგრამ ძარღვიანი, სითბოთი, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით გაჯერებული პასუხები.

პოეტმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და რამდენიმე საკუთარი ლექსიც წაიკითხა.

ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა კიდევ უფრო მეტად გაალამაზა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლ „ივერთას“ გამოსვლამ, რომელთა მუსიკალური ჰანგებიც ლაიტმოტივად გასდევდა პოეტთან შეხვედრის საღამოს.


იხილეთ ფოტოგალერეა