ახალი ამბები

შეხვედრა პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანთან

8 აპრილი 2016

დღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, კლუბი "რეპორტიორის" ინიციატივით, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს შეხვდნენ.

სტუდენტებმა წაიკითხეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსები.

სტუმრებმა და დამსწრე საზოგადოებამ გაიხსენეს საინტერესო მომენტები პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ცხოვრებიდან.

ჯანსუღ ჩარკვიანმა წაიკითხა რამდენიმე ლექსი საკუთარი შემოქმედებიდან.

შეხვედრის დასასრულს პოეტმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

მიმდინარე წელს პოეტს 85 წელი უსრულდება.

იხილეთ ფოტოგალერეა