ახალი ამბები

შეხვედრა ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან

12 ოქტომბერი 2022
2022 წლის 12 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის, საჯარო ლექცია ჩატარდა
აღნიშნული შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ლექციას უძღვებოდა გიორგი ლობჯანიძე - ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარ-მეცნიერი, ჟურნალისტი.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:

  • ჯანმრთელობის ფსიქოლოგია;
  • გარდატეხის ასაკის პრობლემები და გამოწვევები;
  • სტრესის მართვა.

სტუდენტებთან შეხვედრამ ინტერაქტიულ ფორმატში ჩაიარა.