ახალი ამბები

შეხვედრა ფაბერის დამფუძნებელ გიორგი ჩუგოშვილთან

23 ივნისი 2021

დღეს, 23 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო მასტერკლასი ჩატარდა.

შეხვედრას უძღვებოდა კომპანია ,,ფაბერის" დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.

მან ვრცლად ისაუბრა კომპანიის შექმნის, მისი დღევანდელი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.

სპიკერმა სტუდენტებს საკუთარი და კომპანიის წარმატების ისტორიაც გაუზიარა და ბევრი სასარგებლო რჩევა მისცა.