ახალი ამბები

შეხვედრა-დიალოგი ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში

27 თებერვალი 2015

2015 წლის 27 თებერვალს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ინიციატივით (თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე) ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დარბაზში ჩაატარა შეხვედრა-დიალოგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური კონფლიქტების პრევენციისათვის“.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ორი მოხსენება:

1. „გენდერული თანასწორობის საკითხი საქართველოში“ (მომხს. ნანა დევდარიანი);

2. „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის“ (მომხს. ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი).

შეხვედრის მეორე ნაწილი მიეძღვნა კონკურსის შედეგების შეჯამებას და იმ გამარჯვებულთა დაჯილდოებას, რომლებიც მონაწილეობდნენ ასოციაციის მიერ 2014 წლის დეკემბერში გამოცხადებულ სტუდენტურ კონკურსში „არა ძალადობას“.

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები ამ თემაზე, მათ შორის იყვნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: ნუციკო კოროშინაძე (პირველი კურსი), მარიამ გელაშვილი (პირველი კურსი), ინოლა ნოღაიდელი (მეორე კურსი), ირაკლი გეჯაძე (მეორე კურსი), სალომე გელაშვილი (მეორე კურსი), მარიამ მელაძე (პირველი კურსი), თეონა ხუბულავა (მეორე კურსი), თამარ ლამპარაძე (მეორე კურსი).

თამარ ლამპარიძე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერებისა და განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს წევრები, მეცნიერები, იურისტები, პედაგოგები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

გაიმართა სჯა-ბაასი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.