ახალი ამბები

შეხვედრა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან

11 მაისი 2022

დღეს, 2022 წლის 11 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ეს შეხვედრა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები პროფესიული პრაქტიკა/სტაჟირების გავლას შეძლებენ.

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე.

ორგანიზაციის მიზანია მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების შეთავაზება, მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

შეხვედრას უძღვებოდნენ სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ჯგუფის სტაჟიორთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების მენეჯერი - დავით სუხიაშვილი და ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი - მაია ჟორჟოლიანი .