ახალი ამბები

შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები

17 მარტი 2023

2023 წლის 16 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აკადემიური კონკურსის შედეგად არჩეულ პერსონალს შეხვდა.

აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი, კანცლერი - ელი ელისაშვილი და კანცლერის მრჩეველი - მარიამ დარბაიძე.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ახალი საბაკალავრო პროგრამის მიზნებზე, შედეგებსა და დასაქმების სფეროს პერსპექტივებზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი საბაკალავრო პროგრამის სააკრედიტაციო პაკეტის მოსამზადებლად და სულ მალე GTUNI აბიტურიენტებს, სხვა მოთხოვნად საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამასაც შესთავაზებს.