ახალი ამბები

შალვა ჩიხლაძე: აბრეშუმის გზა - ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი

11 თებერვალი 2021

დღეს, 2021 წლის 11 თებერვალს, გურამ თავათქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა.

დღევანდელ საჯარო ლექციას უძღვებოდა თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკის მკვლევარი და პლატფორმა "სინოლოგიას" დამფუძნებელი შალვა ჩიხლაძე.

სპიკერმა ვრცლად მიმოიხილა ,,სარტყელი და გზის" ინიციატივის ჩამოყალიბების წინაპირობები და ისაუბრა მის სამომავლო პერსპექტივებზე.

ონლაინ ლექცია ორდღიანი ლექციათა ციკლის - ,,აბრეშუმის გზა - ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი" - ფარგლებში ჩატარდა.



იხილეთ ფოტოგალერეა...