ახალი ამბები

სერტიფიკატი - საუკეთესო სტენდის დიზაინისათვის

2 მარტი 2015

2015 წლის 27-28 თებერვალს „ექსპო ჯორგიამ“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-5 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა.

მიმდინარე წელს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა მეხუთედ მიიღო მონაწილეობა ასეთი რანგის საერთაშორისო ფორუმში და გამოფენის დამთვალიერებლებს უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე სიახლეები შესთავაზა.

საერთაშორისო ფორუმის დასასრულს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საუკეთესო სტენდის დიზაინისათვის სერტიფიკატი გადაეცათ.