ახალი ამბები

საზაფხულო დასაქმების აქცია სტუდენტებისათვის

22 მაისი 2019

2019 წლის 22 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება „ნიკორა ტრეიდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა განხორციელდება ურთიერთდახმარების აღმოჩენის გზით და ერთობლივი ღონისძიებების შესახებ მხარეთა ინიციატივების საფუძველზე.

დღესვე „ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საზაფხულო დასაქმების აქცია მოაწყვეს და გთუნის სტუდენტებს კომპანიაში არსებული ვაკანტური სამუშაო პოზიციები შესთავაზეს.


იხილეთ ფოტოგალერეა...