ახალი ამბები

სასწავლო შეხვედრა სტუდენტებთან და ფილმის პრეზენტაცია

4 აპრილი 2014

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, უკვე ტრადიციად ქცეულ სასწავლო ფორმატის ფარგლებში, ცნობილ ქართველ კინორეჟისორ, საქართველოს სახალხო არტისტ ლანა ღოღობერიძეს შეხვდნენ.

ნაჩვენები იქნა ლანა ღოღობერიძის ავტობიოგრაფიული ჟანრის ფილმი „ნაღვლიანი სიხარულის ქრონიკა“.

ლანა ღოღობერიძე, რეზო თაბუკაშვილი, გურამ ასათიანი, თამაზ ჩხენკელი, რეზო თვარაძე, არჩილ ბეგიაშვილი, მელორ სტურუა, ზურა კაკაბაძე, რამაზ პატარიძე. თაობა, რომელთა ცხოვრება ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს მთელ ფილმს და თვალნათლივ აჩვენებს დღევანდელ თაობას ამ ადამიანების მორალურ, ზნეობრივ თუ ადამიანურ თვისებებს და გარკვეულ საფიქრალს უტოვებს მათ.

ფილმის ჩვენების შემდეგ კინორეჟისორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.