ახალი ამბები

შეხვედრა რეზო კლდიაშვილთან

24 თებერვალი 2015

2015 წლის 23 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები მეცნიერსა და დრამატურგს რეზო კლდიაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრა-სემინარის თემა იყო „წყლის ანომალიური თვისებები“.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო შეკითხვები სტუდენტთა მხრიდან.

ნაჩვენები იყო ვიდეო მასალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმარმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა.