ახალი ამბები

სასწავლო კურსი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში

15 თებერვალი 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და „ჯინო ფერედაისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობა გრძელდება.

ამის ნათელი დადასტურებაა „ჯინო ფერედაისის“ მენეჯმენტის წარმომადგენელთა მიერ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნვერსიტეტში „ორგანიზაციული მენეჯმენტი და ცვლილებების მართვა“ სასწავლო კურსის გავლა.

ტრენინგი ევროკავშირის პროექტის (TEMPUS Project No. 543681) ფარგლებში ჩატარდა და ამჯერად ეს თანამშრომლობა PR მენეჯმენტისა და HR მენეჯმენტში ტრენინგების ახალი კურსის სწავლებით გრძელდება.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და „ჯინო ფერედაისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას გასულ წელს მოეწერა ხელი.