ახალი ამბები

სასწავლო ფორმატის ფარგლებში ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე სტუდენტებს შეხვდა

6 ნოემბერი 2015

2015 წლის 6 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო სტუდენტური კლუბი „რეპორტიორის“ ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე სტუმრობდა.

შეხვედრის დასაწყისში სტუმარმა სტუდენტებს საკუთარი თავის, ჟურნალისტიკაში მოსვლისა და განვლილი წლების შესახებ მოუთხრო. პირადი აზრი გამოთქვა დღეს მედიაში შექმნილ მდგომარეობაზე, ზოგადად ჟურნალისტური დამოუკიდებლობის, სარედაქციო პოლიტიკისა და სარედაქციო ჩაურევლობის თაობაზე.

სტუმარმა გაიხსენა უკრაინასა და აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენების პერიოდი და მისი და მისი კოლეგების საქმიანობა ექსტრემალურ პირობებში.

შეხვედრის დადასრულს ლევან ჩხაიძემ შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სტუდენტებთან სამახსოვო სურათებიც გადაიღო.