ახალი ამბები

სასიხარულო სიახლე

11 ოქტომბერი 2022

GTUNI სიამაყით გაცნობებთ!

დღეს, 11 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა!

პროგრამა შეესაბამება შპს ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" მისიაში ასახულ ხედვებს და უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი სპეციალისტების მომზადებას და ამ სფეროში საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

პროგრამა შედგენილია საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ დანახული ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების გამოცდილებას და იზიარებს ბიზნესის ადმინისტრირებაში დადგენილ პროფესიულ სტანდარტებს.