ახალი ამბები

საქველმოქმედო სადილი სოციალურად შეჭირვებულთა დასახმარებლად

23 დეკემბერი 2019

დღეს, 2019 წლის 23 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ ბენეფიციარებისათვის უფასო სადილი მოეწყო.

ჰუმანიტარული აქცია 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უნივერსიტეტის მიერ მსგავსი ხასიათის აქციების მხარდაჭერა მომავალშიც იგეგმება.