ახალი ამბები

საქველმოქმედო სადილი სოციალურად შეჭირვებულთა დასახმარებლად

3 ივნისი 2015

2015 წლის 3 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ ბენეფიციარები მოინახულეს და სადილზე მისულთა მიმართ თავისი ყურადღება, ზრუნვა და პატივისცემა გამოხატეს.

საქველმოქმედო სადილის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის „ივერთას“ წევრებმა, სოციალურად შეჭირვებულთა მხარდასაჭერად, ხალხური სიმღერები შეუსრულეს.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა დავით არაბულმა საკუთარი ლექსები წაიკითხა.

სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.