ახალი ამბები

საქმიანი ვიზიტით პარტნიორ ინჰოლანდის უნივერსიტეტში

5 თებერვალი 2018

2018 წლის 4-10 თებერვალს Erasmus+KA107 მობილობის პროექტის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები ინგა დიაკონიძე და ნიკოლოზ ფიცხელაური საქმიანი ვიზიტით პარტნიორ ინჰოლანდის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) მიემგზავრებიან.

ვიზიტის მიზანია უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა და საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე.

გთუნი-ს პროფესორები უცხოელი სტუდენტებისათვის ჩაატარებენ მასტერკლასებს ინჰოლანდის უნივერსიტეტის ორ სხვადასხვა - ჰაარლემისა და როტერდამის სკოლებში.

მასტერკლასების თემატიკა იქნება:

  1. ,,საქართველო, კულტურული იდენტურობა და ევროინტეგრაცია’ (პროფ. ინგა დიაკონიძე);
  2. ,,საერთაშორისო დავის გადაჭრის ალტერნატიული გზები’ (პროფ.ნიკოლოზ ფიცხელაური).