ახალი ამბები

საქმიანი ვიზიტით ინჰოლანდის უნივერსიტეტიდან

1 მაისი 2018

2018 წლის 1 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) პროფესორი ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში ჰეტი ვერსნერი ეწვია.

პროფესორი ჰეტი ვერსნერი შეხვდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს.

ვიზიტი მიზნად ისახავს გთუნისთან თანამშრომლობით სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელებას.

ჰეტი ვერსნერი შეხვდა ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს.

სტუმარმა დაათვალიერა უნნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა.

ნიდერლანდელი პროფესორი საქართველოში ერთი კვირა დარჩება.