ახალი ამბები

საქმიანი შეხვედრა და სიურპრიზი სტუდენტებისათვის

28 მარტი 2014
2014 წლის 28 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ევროპული ცენტრის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია მოაწყვეს.

პრეზენტაციას უძღვებოდა ევროპული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეთერ სანაია.

ეთერ სანაიამ ზოგადად მიმოიხილა ევროპული ცენტრის დაარსების, საქმიანობის, გაცვლითი პროგრამების, ტრენინგებისა თუ ახალგაზრდული ფორუმების არსი და დანიშნულება და მეტი აქტივობისაკენ მოუწოდა ამ საკითხით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა სტუდენტებს სახალისო გათამაშებაც შესთავაზეს, რომელიც ევროპულ ცენტრში 30 პროცენტიანი თანადაფინანსების პრინციპით გარკვეული სასწავლო კურსის გავლას გულისხმობდა. გარდა ამისა, გათამაშდა ორი ფულადი პრემია.

სასწავლო კურსის თანადაფინანსება მოიგო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ ქოქაშვილმა; ფულადი პრემია - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა გიორგი პარასკევაშვილმა (100 ლარი) და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ ბერიაშვილმა (50 ლარი).