ახალი ამბები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოლიმპიადასა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

8 ივნისი 2024

2024 წლის 5 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ინგლისური ენის ოლიმპიადასა და ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ 2024 წლის აბიტურიენტები. სხვა პრიზებთან ერთად, ოლიმპიადაში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს უნივერსიტეტისგან 100 %-იანი და 50 %-იანი სასწავლო გრანტი გადაეცათ.

ამავე დღეს ჩატარდა ჯიუ-ს ესეების კონკურსის: ,,ჩემი შთაბეჭდილებები ჩინეთზე მონაწილეების დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.

ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა კონკურსანტმა, საქართველოს მასშტაბით.

უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსანტები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ კონკურსის პირობებს და თითოეულმა მათგანმა ძალზედ ორიგინალურად, საინტერესოდ წარმოაჩინა ჩინეთის ისტორია, კულტურა, ტრადიციები და ის გლობალური შესაძლებლობები, რაც ამ უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფოს სახელს უკავშირდება.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილის სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ესეების ავტორებს - განსაკუთრებული საჩუქრები.

ღონისძიებაზე მობრძანებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრები და გადაეღოთ ფოტოები ჩინურ ტრადიციულ სამოსში. ასევე მონაწილეობა მიეღოთ ჩინური კალიგრაფიის - უნიკალური ვიზუალური ხელოვნების მასტერკლასში.


იხილეთ ფოტოგალერეა...