ახალი ამბები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა EDUCATIONAL PARTY მონაწილეებს უმასპინძლა

20 ოქტომბერი 2023

2023 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა მასშტაბური უნივერსიტეტთაშორისი პროექტის - ,,EDUCATIONAL PARTY” -ის მონაწილეებს უმასპინძლა.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს პარტნიორი ორგანიზაციის - სტუდენტური DAY OFFS -ს ორგანიზებით ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?", რომელსაც უძღვებოდა ინტელექტუალური კლუბის პრეზიდენტი - გიორგი მოსიძე.

ინტელექტუალურ პაექრობში გამარჯვება წილად ხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდს.

ინტელექტუალური თამაშის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის გაიმართა After Party.

აქ კი ახალგაზრდებს ელოდა სპეციალურად მათთვის მოწყობილი:

  • სპონსორების სივრცე - სხვადასხვა სახის სნექითა და კოქტეილებით;
  • ,,სამაგიდო თამაშების გილდიის“ სივრცე;
  • სპორტული აქტივობები;
  • მუსიკალური სივრცე.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას ჰპირდება სტუდენტებს.


იხილეთ ფოტოგალერეა...