ახალი ამბები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა

5 დეკემბერი 2023

2023 წლის 4 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ჩატარდა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი.

აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.

სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას; ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრებას ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში. საერთაშორისო სიმპოზიუმზე ოთხი სექცია მუშაობდა: სამართალი; ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი; სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული.

სიმპოზიუმი გახსნა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.

მონაწილეებს მიესალმნენ ქუანგ წენგი - ჩინეთის საერთაშორისო
განათლების ჯგუფის პრეზიდენტი და ელი ელისაშვილი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერი.

GIU-ს სიმპოზიუმს ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ქართული სინოლოგიის ფუძემდებელი, ჩინური ენის დამსახურებული პედაგოგი, პროფესორი ლიუ გუანვენი და სხვა საპატიო სტუმრები.

სიმპოზიუმის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სიუჟეტი იხ. ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?v=AZMilaCncWo&t=1s


იხილეთ ფოტოგალერეა...