ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სტუმრობა უნივერსიტეტში

24 ოქტომბერი 2017

დღეს, 2017 წლის 24 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სტუმრობდა.

სტუმარი შეხვდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს, დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და შეხვდა სტუდენტებს.

ქალბატონმა მარიამ ჯაშმა ისაუბრა საქართველოს განათლების სფეროში უკვე გატარებული, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების თაობაზე; გაუზიარა სტუდენტებს საკუთარი ხედვა და პირადი დამოკიდებულება ზოგადად განათლებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ თემებზე.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.


იხილეთ ფოტოგალერეა...