ახალი ამბები

საქართველოს ბანკის წარმომადგენლების სტუმრობა GIU-ში

14 ნოემბერი 2023

2023 წლის 13 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

აღნიშნული შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და სტუდენტური თვითმმართველობის თანაორგანიზატორობით ჩატარდა.

საქართველოს ბანკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯიუს სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიების, მორგებული სამუშაო გრაფიკის, ბანკში დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.


იხილეთ ფოტოგალერეა...