ახალი ამბები

საპატიო დოქტორის ლექციათა კურსი ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის

12 აპრილი 2017

2017 წლის 11-12 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩატარდა ლექციათა კურსი თემაზე „დესტინაციათა მენეჯმენტი“.

სალექციო კურსს უძღვებოდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი დიკ ვიინანდსი.

დასასრულს სტუდენტებს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.