ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებთან

5 ოქტომბერი 2022

დღეს, 5 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო მიმართულებით, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფო თევდორაძე ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის თაობაზე ესაუბრა.

პროფესორმა სოფო თევდორაძემ სტუდენტებს დაწვრილებით გააცნო ტურიზმის პროგრამის მიზნები და შედეგები, ისაუბრა დარგობრივი კომპეტენციების, საგანმანათლებლო პროგრამის მოდულებისა და დასაქმების პერსპექტივების თაობაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს კომპეტენტური პასუხები.