ახალი ამბები

გაფორმდა სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

28 ივნისი 2022

2022 წლის 28 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეთა უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტების ორგანიზება.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს. 21-წლიანი განვითარების შემდეგ, ჯგუფმა მრავალი სასწავლებელი ჩამოაყალიბა, მათ შორის პროფესიული, სკოლამდელი, საშუალო სკოლა, საშუალო და უმაღლესი პროფესიული, ზოგადი ჯანდაცვის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერმა ელი ელისაშვილმა, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორმა ნათია გოცაძემ და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დამფუძნებელმა წენგჭუნგ ქუანგმა.

იხილეთ ფოტოგალერეა...