ახალი ამბები

სამეცნიერო-კვლევით კონკურსში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

9 მარტი 2023

ამ დღეებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისი სასწავლო უნივერსიტეტში მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევით კონკურსში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.

კონკურსის სახელწოდება იყო ,,COVID19-ის გავლენა თანამედროვე მსოფლიოზე“.

მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით კონკურსში წარმოდგენილ პროექტთაგან გამარჯვებულად ცნობილ იქნა ორი პროექტი:

  • „ადამიანის ჯანმრთელობისა და სხვა უფლებათა დაცვის პრობლემები კოვიდ 19 პანდემიის პირობებში და საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები“ (სამართლის ფაკულტეტი - გივი ლობჟანიძე; შენგელი ფიცხელაური; ნინო ბოჭორიშვილი; ლიკა საჯაია; თათა დოლიძე; გიორგი მოწონელიძე; ნინო კასრაძე; გიორგი აბეწვაშვილი);
  • ,,ციფრული მარკეტინგი და ტურიზმი - პოსტპანდემიური შესაძლებლობები საქართველოში“(ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი - სოფიკო თევდორაძე; ზურაბ მუშკუდიანი; ნათია სურმანიძე; გიორგი ადამაშვილი; მარიამ ედიშერაშვილი; ანი ქავთარაძე; ანი ბოჭორიშვილი; დიანა ისაშვილი; ნინი ჭარმაკაძე)

შიდა საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა კვლევის, ნოვაციებისა და კრეატიულობის წახალისებასა და მხარდაჭერას; თანამედროვე მაღალი სტანდარტების დარგობრივი ან/და ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელებასა და შედეგების გავრცელებას; ახალგაზრდა მკვლევართა, აგრეთვე სტუდენტთა მოტივირებისა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას და საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციების რაოდენობის ზრდას.