ახალი ამბები

სალექციო კურსი სამართლებრივ ინგლისურში

24 მარტი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ინგა დიაკონიძე, ERASMUS+ პროექტის ფარგლებში, 21 მარტიდან უნგრეთში, პეიჩის უნივერსიტეტში, იმყოფება და უძღვება სალექციო კურსს სამართლებრივ ინგლისურში.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სალექციო კურსი, სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებთან, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.