ახალი ამბები

საინტერესო თემები, პირადი მოსაზრებები და ღია დისკუსია

20 თებერვალი 2015

2015 წლის 19 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში FRIDRICH NAUMANN STIFTUNG პროგრამის ფარგლებში „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ წარმომადგენლემბა ლექცია-სემინარი სახელწოდებით „თავისუფლება - ეკონომიკური, პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლება“ ჩაატარეს.

ლექცია-სემინარში მონაწილეობა მიიღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის და სამართლის ფაკულტეტის ორმოცდაექვსმა სტუდენტმა.

სტუმრებმა სტუდენტებს საინტერესო თემები შესთავაზეს:

  • „თავისუფლება, ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლება“ და „კერძო საკუთრების დამკვიდრების არსებული სურათი საქართველოში“ - რამაზ გერლიანი - ეკონომიკის დოქტორი, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი;
  • „კერძო საკუთრება, კერძო და სახელმწიფო სექტორის წილი საზოგადოებრივ კეთილდღეობაში“ - ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი; თსუ;
  • „კერძო საკუთრების როლი და ქართული რეალობა“ - მათე გარდავა - თსუ დოქტორანტი.

თავის მხრივ, სტუდენტებიც ჩაერთვნენ ლექცია-სემინარში, დააფიქსირეს პირადი მოსაზრებები და დასვეს კონკრეტული კითხვები.

გაიმართა ღია დისკუსია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლექცია-სემინარში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.