ახალი ამბები

საინტერესო შეხვედრა მოგზაურ და ბლოგერ ტიტე მიქაძესთან

24 ივნისი 2021
დღეს, 24 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა.

ამჯერად წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრების ციკლის სტუმარი გახლდათ მოგზაური და ბლოგერი ტიტე მიქაძე.

სტუმარმა ვრცლად ისაუბრა დაუვიწყარი მოგზაურობების შესახებ და საკუთარი წარმატების ისტორიაც გაუზიარა შეხვედრის მონაწილეებს.