ახალი ამბები

საინტერესო პრეზენტაცია და სტუდენტების შეკითხვებზე გაცემული საინტერესო პასუხები

19 აპრილი 2016

2016 წლის 18 აპრილს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩოლოღაშვილი გთსუ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის საფუძველზე.

სტუმარმა ვრცლად ისაუბრა სააგენტოს ძირითად საქმიანობასა და ფუნქციებზე, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე, დარგთან დაკავშირებულ სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობაზე, იმ კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევასა და პოპულარიზაციას, ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების აღდგენასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.