ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

2 ოქტომბერი 2023

დღეს, 2023 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრას უძღვებოდნენ ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით პროფ. ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭრის სამსახურის უფროსი მათე წულაია.

პროფ. ლალი ჩაგელიშვლმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები. მან ასევე ისაუბრა ხარისხის სამსახურის დანიშნულებაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე, ხარისხის სამსახურის მუშაობის მექანიზმებსა და სტუდენტების როლზე უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის განვითარებაში.

სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭრის სამსახურის უფროსმა მათე წულაიამ სტუდენტებს განუმარტა სტუდენტებთან მუშაობის თავისებურება და გააცნო მათ ის სერვისები, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს.