ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებთან

30 სექტემბერი 2022
2022 წლის 30 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პირველი კურსის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას უძღვებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მათიაშვილი და უნივერსიტეტის კანცლერი ელი ელისაშვილი.

სტუდენტებს ესაუბრნენ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი თეა ჯოხაძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ლალი ყაულაშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლევან ყაულაშვილი.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და უნივერსიტეტის პერსპექტივებზე.

სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. გამოიკვეთა მათი ინტერესის სფეროებიც.