ახალი ამბები

საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის ნომინანტები დასახელდნენ

29 მაისი 2015

2015 წლის 29 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტიში ვიზუალური მედიის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალ „ზუმი - თბილისის“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ოქსფორდის უნივერსიტეტის, რიგის უნივერსიტეტის, ვენის უნივერსიტეტისა და სქემა - ბიზნეს სკოლის(საფრანგეთი) სტუდენტები.

ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე სექცია მუშაობდა. ფოტოსექციაში ოცდაორმა, ხოლო ტელესექციაში თექვსმეტმა ავტორმა მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ბიზნესპროექტი.

ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:


მარინე ვეკუა - ჟიურის თავმჯდომარე;

გურამ წიბახაშვილი - ფოტოხელოვანი;

გიორგი ლომინაძე - TV "რუსთავი 2" პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი;

ვაჟა ზუბაშვილი - რეჟისორი.

ნომინანტები ასე გადანაწილდნენ:

ფოტოსექცია

საუკეთესო ფოტოამბავი - ნინო სოფრომაძე (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი); ნიკა მამულია (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი);

საუკეთესო პორტრეტი - მარიამ გვაზავა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);

საუკეთესო არტფოტო - თორნიკე მელქუაშვილი (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

უნიკალური კადრი - რუსუდან გრძელიძე (სქემა - ბიზნეს სკოლა; საფრანგეთი);

ჟიურის სპეციალური პრიზი - ნინო ყუბანეიშვილი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი); ნინო ჩაჩიბაია (ავსტრია, ვენის უნივერსიტეტი).

ტელესექცია

საუკეთესო რეპორტაჟი - მარიამ კლდიაშვილი (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ანო თაკალანძე - (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი);

საუკეთესო ოპერატორი - კახა ჯონჯუა; თორნიკე თიბილაშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი);

საუკეთესო ტელესიუჟეტი - შალვა მამუკაშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი); თეონა გიორგელაშვილი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი);

ჟიურის სპეციალური პრიზი - ხატია გოგოხია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი); თათია კაკიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ბიზნეს მედიაპროექტი

საუკეთესო სამაუწყებლო ბიზნესპროექტი - ნინო ოთარაშვილი, ლევან ბაინდურაშვილი, ელიკო ქადიძე, თიკო დვალი, ანა აბაშიძე, ანა ბოჭორიშვილი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი);

ჟიურის სპეციალური პრიზი - თეონა გიორგელაშილი, ლილი პაჭკორია, სოფიკო ხოროიშვილი, ანა ღლონტი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი).