ახალი ამბები

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულმა კონფერენციამ მუშაობა დაასრულა

20 მაისი 2019

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით ადამიანის უფლებები და კონსტიტუციური გარანტიები“.

ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის დარგის აღიარებულმა სპეციალისტებმა გერმანიიდან, ჩინეთიდან და უკრაინიდან.

კონფერენციის მუშაობა რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: კონსტიტუციურ-სამართლებრივი, სისხლის სამართლებრივი და კერძო სამართლებრივი მიმართულებები.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მიმდინარეობისას გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და კიევის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

იხილეთ ფოტოგალერეა...