ახალი ამბები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II

22 სექტემბერი 2023

მიმდინარე წლის 20-21 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II".

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომის სახელწოდება იყო: ,,საკრუიზო ტურიზმი, როგორც ლურჯი ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულება”.

კვლევა ეხებოდა შავ ზღვაზე საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.