ახალი ამბები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: გლობალიზაცია, საერთაშორისო სამართალი და თანამედროვე გამოწვევები

26 ივლისი 2022

დღეს, 2022 წლის 26 ივლისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ,,გლობალიზაცია, საერთაშორისო სამართალი და თანამედროვე გამოწვევები“ მონაწილეებს უმასპინძლა.

კონფერენცია შერეული ფორმატით ჩატარდა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლები. ასევე სამართლის სფეროს სპეციალისტები საფრანგეთიდან, უნგრეთიდან და უკრაინიდან.