ახალი ამბები

საჯარო ლექციაზე, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში

12 ნოემბერი 2015

2015 წლის 12 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში იმყოფებოდნენ და საჯარო ლექციას დაესწრნენ.

ლექციის თემა იყო „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. საჯარო ლექცია წაიკითხა ლევან დოლიძემ, რომელიც გახლავთ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი. ამასთანავე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი NATO-ში 2012-2014 წლებში.

19 ნოემბერს სტუდენტები კვლავ ეწვევიან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს და მოისმენენ ლექციას თემაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირის გაფართოება“. მომხსენებელი იქნება მარიამ რექვიაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.