ახალი ამბები

საჯარო ლექცია: ცირკულარული ეკონომიკა

16 დეკემბერი 2021

დღეს, 16 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საჯარო ლექცია სახელწოდებით ,,ცირკულარული ეკონომიკა ჩატარდა.

ლექციას უძღვებოდა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ამირან თავართქილაძე.

საჯარო ლექციაზე სპიკერმა ყურადღება გაამახვილა აქტუალურ თემებზე და მსმენელებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

  • დედამიწა ერთი პატარა პლანეტაა, რესურსები უსასრულო რაოდენობის არ არის და ერთ დღესაც გამოილევა;
  • რესურსების ეფექტიანი გამოყენება ეკონომიკის ძირითადი ამოცანაა;
  • მიზანი: ნარჩენების აღმოფხვრა, მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება-გადამუშავება.

ლექცია ჩატარდა ZOOM-ის ფორმატით.