ახალი ამბები

საჯარო ლექცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრისა და ფრიდრიხ ნაუმანის საერთაშორისო ფონდის ეგიდით

10 ნოემბერი 2017

2017 წლის 9 ნოემბერს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრისა და ფრიდრიხ ნაუმანის საერთაშორისო ფონდის ეგიდით ექსპერტებმა, ეკონომიკის დოქტორებმა ვეფხია გიორგაძემ და ივანე ჩხაიძემ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხეს.

ლექციის თემა იყო „ეკონომიკური თავისუფლება - აქტივების ლიკვიდურობის გამოყენების შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებაში“.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ ექსპერტებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.