ახალი ამბები

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია მოაწყვეს

23 ოქტომბერი 2018

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსის“ წარმომადგენლებმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს - “ვაჭრობის საბაზისო კურსი“ პრეზენტაცია მოაწყვეს.

რეზენტაციას უძღვებოდა ,,ველსის" დამფუძნებელი და ტრეიდერი დიმიტრი სუკიასოვი.

სტუდენტებთან შეხვერდის დროს ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა საფონდო ბაზრის სტრუქტურა და ძირითადი მონაწილეები; სავაჭრო ორდერები და მათი ნაირსახეობა; ვაჭრობის ფსიქოლოგია; სავაჭრო პლატფორმის -,,PPRO 8” ძირითადი ფუნქციები და გამოყენების წესები; საფონდო ინდექსები და მათი შედარებები, ფიუჩერსების რაობა, ლიკვიდურობის ცნება, სავაჭრო სტრატეგიები და სხვა საბაზისო პრინციპები.