ახალი ამბები

სააგენტო France Press-ის კავკასიის ბიუროს დირექტორი მომავალ კოლეგებს შეხვდა

23 ოქტომბერი 2015

2015 წლის 23 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, საინფორმაციო სააგენტო „France Press“-ის (ფრანგ. Agence France-Presse ან AFP) კავკასიის ბიუროს დირექტორს ირაკლი მეტრეველს შეხვდნენ.

სტუმარმა ისაუბრა სააგენტოს შექმნის, სარედაქციო პოლიტიკის, თემების შერჩევის, ჟურნალისტური ეთიკისა და პრინციპების თაობაზე, გაიხსენა სააგენტოს მიერ გაშუქებული რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი.

ირაკლი მეტრეველმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და გარკვეული რჩევა-დარიგებაც მისცა მათ.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.